ერდოღანი: უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება თურქეთის დიპლომატიური წარმატების ნაყოფია

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება თურქეთის დიპლომატიური წარმატების ნაყოფია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ყველა თანხმდება, რომ მარცვლეულის კრიზისის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები, რომელსაც მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება, ჩვენი ქვეყნის ძალისხმევის შედეგია“, – აღნიშნა ერდოღანმა ანკარაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მანვე დასძინა, რომ თურქეთის ხელმძღვანელობით დაწყებული ეს სამუშაო მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატებაა.

ერდოღანმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის ქალაქ ოდესის პორტიდან მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი ლიბანში გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები