კურიერი, რომელსაც თბილისი-ბათუმის მატარებელი დაეჯახა, გარდაიცვალა

Accident or crime scene cordon tape, police line do not cross. It is nighttime, emergency lights of police cars flashing blue, red and white in the background

„გლოვოს“ კურიერი, რომელსაც თბილისი-ბათუმის მატარებელი დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ კლინიკა „ჰელსიკორში“ დაუდასტურეს.

მათივე განცხადებით, პაციენტს კლინიკაში შეყვანისთანავე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნიშნები ჰქონდა.

საქართველოს რკინიგზის ცნობით, კურიერი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა თბილისის სადგურთან მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები