თბილისი-ბათუმის მატარებელი „გლოვოს“ კურიერს დაეჯახა

თბილისი-ბათუმის მატარებელი „გლოვოს“ კურიერს დაეჯახა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს რკინიგზაში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, შემთხვევა თბილისის სადგურთან მაშინ მოხდა, რა დროსაც მამაკაცი რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდა.

როგორც რკინიგზაში აცხადებენ, კურიერი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

აღნიშნული შემთხვევის გამო, მგზავრები მატარებლიდან ჩამოიყვანეს და შესაბამისი პროცედურების შემდეგ მგზავრობა განახლდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები