ანტონიო გუტერეში: ოდესის პორტიდან გასული სავაჭრო გემი დატვირთულია ორი საქონლით, რომლის ნაკლებობასაც განვიცდით – მარცვლეულითა და იმედით

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მხარეები შეაქო, რომლებიც გაეროს შუამავლობით საექსპორტო შეთანხმების მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ და რომელთა ძალისხმევითაც უკრაინის ქალაქ ოდესის პორტი მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

„ეს გემი – სავაჭრო გემი Razoni დატვირთულია ორი საქონლით, რომლის ნაკლებობასაც განვიცდით: მარცვლეულითა და იმედით. ეს იმედია მსოფლიოში მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინის პორტების შეუფერხებელ მუშაობაზე, რათა გამოკვებონ თავიანთი ოჯახები“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

როგორც მან აღნიშნა, მხარეები დაუღალავად მუშაობდნენ, რათა ამ ეტაპისთვის მიეღწიათ.

„დღევანდელი მარშრუტი ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის უზარმაზარი კოლექტიური მიღწევაა, რომელიც გასულ კვირას სტამბოლში გაეროს ეგიდით უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლებთან ერთად შეიქმნა“, – განაცხადა გუტერეშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები