ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის მიმართ შესაძლო ფარულ თვალთვალსა და მიყურადებაზე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის მიმართ შესაძლო ფარულ თვალთვალსა და მიყურადებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

„ეს არის ტყუილი“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

„ტყუილია, ტყუილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„აი, მე ვიცი, რომ ტყუილია“, – განმარტა მან.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე, კელი დეგნანზე შესაძლოა, ფარული თვალთვალი და მიყურადება ხორციელდებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები