მამუკა მდინარაძე: არსებობს კონკრეტული ძალა, მათ შორის, დასავლეთში, რომელიც ცდილობს, საქართველო იყოს „მეორე ფრონტი“

„ჩვენი მხრიდანაც ხშირია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობენ კონკრეტული ძალები თუ კონკრეტული ძალა, მათ შორის, დასავლეთში, რომელიც ცდილობს, საქართველო იყოს „მეორე ფრონტი“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“სხვა შემთხვევაში, შემთხვევითობას ვერ მივაწერდით, მაგალითად, 308 დეპუტატის მხარდაჭერას იმ რეზოლუციის მიმართ, რომელიც მთლიანად „ფეიკზე“ იყო აგებული. აქაც რომ არავინ შეძლოს სპეკულირება, იმ 308 დეპუტატს კი არ ვაბრალებ, არსებობს კონკრეტული, სერიოზული ძალა, რომელიც შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციასაც კი მეორეხარისხოვან ადგილზე აყენებს, ოღონდ დიდი ინტერესი აღსრულდეს, რომელიც ყველამ იცით, რაში მდგომარეობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები