არჩილ თალაკვაძე – საჯარო სექტორში ხელფასების ზრდაზე: ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება დროული და სწორია – როცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დროა, მათ ეს დაუფასდეთ

„ყველა პროფესიონალი საჯარო მოხელე მადლობას იმსახურებს იმისათვის, რომ პანდემიის პერიოდში, ეკონომიკური რეცესიის მიუხედავად, ერთგულად ემსახურნენ თავის საქმეს და ბოლომდე დარჩნენ საჯარო სამსახურში. ახლა, როცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დროა, მათ ეს დაუფასდეთ“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება დროული და სწორია – ეკონომიკურ ზრდასთან ერთად საჯარო სექტორში ხელფასები უნდა გაიზარდოს, სხვაგვარად რთული იქნება პროფესიონალების შენარჩუნება სახელმწიფო სამსახურში. ყველა პროფესიონალი საჯარო მოხელე მადლობას იმსახურებს იმისათვის, რომ პანდემიის პერიოდში, ეკონომიკური რეცესიის მიუხედავად, ერთგულად ემსახურნენ თავის საქმეს და ბოლომდე დარჩნენ საჯარო სამსახურში. ახლა, როცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დროა, მათ ეს დაუფასდეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები