ზურაბ აზარაშვილმა 29 ივლისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს გარდაცვლილი გმირების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი 29 ივლისს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა და დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი გმირი თანამემამულეების ოჯახებს. ძალიან საშინელი ტრაგედია მოხდა და თითოეული ეს ადამიანი გმირია, შესაბამისი ბრძანებულება უკვე გამოიცა და თითოეული ამ ადამიანის ოჯახს სახელმწიფო დაეხმარება 100 000 ლარით“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. ვერტმფრენის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები