კახა კალაძე: მამუკა ონაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება დიდი დანაკლისია მისი მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის, ქართული შოუბიზნესისთვის, ჩვენი ქალაქისთვის

თბილისის მერი, კახა კალაძე მომღერალ მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“დავკარგეთ ყველასთვის საყვარელი ადამიანი, ცნობილი მომღერალი – მამუკა ონაშვილი. მამუკას ტრაგიკული გარდაცვალება დიდი დანაკლისია მისი მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის, ქართული შოუბიზნესისთვის, ჩვენი ქალაქისთვის.

ვუსამძიმრებ მამუკა ონაშვილის ოჯახს, მის ახლობლებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს!”, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები