გოგა ხაინდრავა: ჰა, უკუღმა მედასავლეთეებო, როენა მამიდა, თარგამაძე, გაბუნია – თქვენი ფავორიტი გონჩარენკო სერბეთს უტევს უკვე, სადა ხართ?! ტააშიი კუკურიიი
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას “ტვიტერზე” ეხმაურება.
“ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, სერბეთის მიერ კოსოვოში შეჭრის შემთხვევაში, უკრაინა კოსოვოს სამხედრო მხარდაჭერას აღმოუჩენს”, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი Twitter-ზე წერს.
ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარეთ გარბოდა”-ო. ჰა, უკუღმა მედასავლეთეებო, როენა მამიდა, თარგამაძე, გაბუნია – თქვენი ფავორიტი გონჩარენკო სერბეთს უტევს უკვე! სადა ხართ?! ტააშიი კუკურიიი!”, – წერს ხაინდრავა.
ცნობისთვის, გონჩარენკომ “ტვიტერზე” დაწერა: “თუ სერბეთი კოსოვოში შეიჭრება, კოსოვო უნდა დავიცვათ. უკრაინა მზად არის, თავისი შეიარაღებული ძალებით ადგილზე იმოქმედოს. სერბეთი აგრესიული ომის დაწყებას ცდილობს. ზედმიწევნით პუტინის მეთოდით. როგორც ვთქვი, სერბეთი ევროპაში პუტინის ტროას ცხენია. ომი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას საშინელებაა“.