ანტონ გოგიაშვილის ჩანახატების კოლექცია ეროვნული არქივის ვებგვერდზე განთავსდა

ქართულ პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული, მხატვარ ანტონ გოგიაშვილის ჩანახატების კოლექცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე გახდა ხელმისაწვდომი.

ანტონ გოგიაშვილს ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების ამსახველი ათეულობით ჩანახატი აქვს შექმნილი.  მასვე ეკუთვნის ვაჟა- ფშაველას პოემა “ბახტრიონის” (1896), ილია ჭავჭავაძის პოემა “განდეგილის” (1901) და რაფიელ ერისთავის ლექსების დასურათება.

ანტონ გოგიაშვილი 1899-1906 წლებში თანამშრომლობდა გაზეთებთან: „კვალი”, „ცნობის ფურცელი. სურათებიანი დამატება” და „შრომა. სურათებიანი დამატება”.

კოლექცია იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/anton-gogiashvilis-kolektsia-1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები