დიმიტრი ხუნდაძე: კელი დეგნანის დაგვიანებულმა პასუხმა ფასი და დამაჯერებლობა დაკარგა

ჩვენ კულისებიდან ძალიან ბევრი თემა გამოვიტანეთ გარეთ, იმიტომ, რომ კულისებში მიმდინარე მოვლენებიდან ბევრი მაღალ რისკებს შეიცავს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაზეა საუბარი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კელი დეგნანის დაგვიანებულმა პასუხმა ფასი და დამაჯერებლობა დაკარგა.

„რაც შეეხება კელი დეგნანის დაგვიანებულ პასუხს, ვფიქრობ, რომ ამან ფასი და დამაჯერებლობა დაკარგა, რადგან ეს დაგვიანებულია და დამაჯერებლობას მოკლებულია. როდესაც ჩვენ დავსვით კონკრეტული კითხვა, ომის დაწყების შემდეგ ჰქონდა თუ არა ქალბატონ კელი დეგნანს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, მისი პასუხი იყო ის დიდხანს არ შეხვედრია. ეს აბსოლუტურად აცდენილია კითხვა პასუხს/ რადგან ჩვენ კონკრეტულ პერიოდს ვგულისხმობდით. მან ირიბად თქვა, რომ ომის შემდეგ ეს შეხვედრა არ ყოფილა. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ეს შეხვედრა შედგა და რატომ იყო ეს დასამალი? იმალება ის, რაც დასამალია. დამაჯერებლობა კიდევ მეტად დაეკარგა ამ პასუხს, როდესაც ითქვა, რომ ეს შეხვედრა შედგა, მაგრამ იქ იყო პარტნიორულ ურთიერთობებზე ლაპარაკი. თუ ასეთი საუბარი იყო, ეს მისასალმებელია და ამაში დასამალი არაფერია. რატომ გახდა მაშინ ეს შესაფუთი და დასამალი?“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები