Noli Me Tangere – ლევან სონღულაშვილი – გამოფენა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფორუმი ბათუმში
8 აგვისტოს, 18:00 საათზე, ბათუმში, აჭარის ხელოვნების მუზეუმში, ლევან სონღულაშვილის ნამუშევრის – „Noli Me Tangere“-ს წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წარდგენის პარალელურად, 9-10 აგვისტოს დაგეგმილია კულტურულ-საგანმანათლებლო ფორუმი.
აჭარის ხელოვნების მუზეუმი და გალერეა Window Project-ი წარმოადგენს ლევან სონღულაშვილის ნამუშევრის, Noli Me Tangere-ს პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც, B.I.O. International Plus-ისა და Window Project-ის თანამშრომლობით, გაიმართება სამი პანელისგან შემდგარი კულტურულ-საგანმანათლებლო ფორუმი.
ფორუმზე დასასწრებად, აუცილებელია დარეგისტრირება შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/…/1CcvbFl3N…/edit
დისკუსია ლევან სონღულაშვილის ნამუშევრის, Noli Me Tangere შესახებ.
ლევან სონღულაშვილი – ხელოვანი;
ლექსო დორეული – ფილოსოფოსი, ჟურნალ „არილის“ რედაქტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი;
მოდერატორი: ოლგა ბაბლუანი.
საქართველოში სახელოვნებო ინდუსტრიის განვითარების ტენდენციები და სამომავლო სტრატეგია.
ლევან სონღულაშვილი – ხელოვანი;
ლელა წიწუაშვილი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დროებითი გამოფენების კურატორი;
თამუნა არშბა – არტმენეჯერი, გალერეა Window Project-ის თანამფლობელი;
ნინო გამრეკელი – თბილისის ხელოვნების ბაზრობა -TAF ბიზნესის განვითარებისა და პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი;
მოდერატორი: ოლგა ბაბლუანი.
განათლების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური ინტეგრაციის კუთხით; აკადემიური სწავლების მნიშვნელობა, ინტერნაციონალიზაცია და ქართულ – დასავლური სასტიპენდიო პროგრამები.
ნინო ჭელიძე – განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი;
ზაზა რუხაძე – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ვიცე-პრეზიდენტი, სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის დეკანი, პროფესორი;
მოდერატორი და სპიკერი: ოლგა ბაბლუანი.
ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი აჭარის ხელოვნების მუზეუმში 25 აგვისტომდე დარჩება.