უკრაინელმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ძალა, რომელიც თავდასხმისას გამძლეობას და მის ერთიანობას ეყრდნობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით წერს, რომელიც წელს პირველად აღინიშნება.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ძალა და ერთიანობა უკრაინის სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებია, რომლებიც ქვეყნის ისტორიისა და მომავლის საფუძველს წარმოადგენს.
„უკრაინელმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ძალა, რომელიც თავდასხმისას გამძლეობას და მის ერთიანობას ეყრდნობა. ეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებია, რომლებიც მაგალითებს წარმოადგენენ.
უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამ მაგალითებს, როგორც მისი ისტორიისა და მომავლის საფუძველს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.