ანდრია გვიდიანი ტვ „ფორმულას“: თქვენ არ ხართ მედია – თქვენ ხართ ტერორისტული ორგანიზაცია! თქვენ არ ხართ ჟურნალისტები – თქვენ ხართ ტერორისტები, თქვენ არაფერი გაქვთ საერთო მედიასთან – სინამდვილეში თქვენ „ნაცმოძრაობის“ იაფფასიანი და უბინძურესი აქტივისტები ხართ

ირაკლი კობახიძის მშობლებს სახლში მიუვარდნენ „ფორმულას“ ე.წ. ჟურნალისტები და მთელი დღის განმავლობაში ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ მათ. საკუთარ სახლში, პირად სივრცეში, დღისით, მზისით, – ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი ირაკლი კობახიძის დედის, თამარ ზაალიშვილის facebook-სტატუსის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტებს არაფერი აქვთ საერთო მედიასთან – სინამდვილეში ისინი „ნაცმოძრაობის“ იაფფასიანი და უბინძურესი აქტივისტები არიან.

„ირაკლი კობახიძის მშობლებს სახლში მიუვარდნენ  „ფორმულას“ ე.წ. ჟურნალისტები და მთელი დღის განმავლობაში ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ მათ. საკუთარ სახლში, პირად სივრცეში, დღისით, მზისით.

„ფორმულა“, თქვენ არ ხართ მედია – თქვენ ხართ ტერორისტული ორგანიზაცია! თქვენ არ ხართ ჟურნალისტები – თქვენ ხართ ტერორისტები. თქვენ არაფერი გაქვთ საერთო მედიასთან – სინამდვილეში თქვენ ნაცმოძრაობის იაფფასიანი და უბინძურესი აქტივისტები ხართ.

ნინო ლომჯარია, რაც შეგეხებათ თქვენ, უკვე მთელმა საზოგადოებამ იცის, ვინც ხართ რა რასაც წარმოადგენთ. სამწუხაროდ, თქვენც არაფერი გაქვთ საერთო იმასთან, რაც გეწოდებათ. უკვე მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ ორმაგი სტანდარტები და სუბიექტივიზმი თქვენი სასაქონლო ნიშანია. თუმცა, იქნებ ოდნავ მაინც გეყოთ აზროვნების უნარი და იქნებ გააკეთოთ რამე განმარტება ამ მარაზმზე! თქვენს თანამდებობას მაინც სახალხო დამცველი ჰქვია და არა – ნაცმოძრაობის დამცველი“, – წერს გვიდიანი facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები