ზაალ ანჯაფარიძე ტვ „ფორმულაზე“: ეს არის ველურობის, უკულტურობის, ბოროტების, დილეტანტიზმის და ანგაჟირებულობის ნაზავი და ნიმუში
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის დედის, თამარ ზაალიშვილის facebook-სტატუსს ეხმიანება.
„ვიდრე ამ ამბავს გავიგებდი, ქართული ჟურნალისტიკის მძიმე მდგომარეობის შესახებ დავწერე დღეს სტატუსი და აგერ ახდა კიდეც.
ეს არის ველურობის, უკულტურობის, ბოროტების, დილეტანტიზმის და ანგაჟირებულობის ნაზავი და ნიმუში.
ვის და რას უმტკიცებენ ამით ეს “ურნალისტები”? ან ტელეარხი ვინც მათ ასეთ დავალებას აძლევს.
მე მგონი არც არავის და არაფერს არ უმტკიცებენ, უბრალოდ საკუთარ პათოლოგიურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ. ეს არის და ეს!“, – წერს ანჯაფარიძე facebook-ზე.