მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ძალიან მოკლე წერილში გაცილებით მეტი ითქვა, ვიდრე ჩვენ, პოლიტიკოსები თვეების განმავლობაში ვლაპარაკობთ

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ძალიან მოკლე წერილში გაცილებით მეტი ითქვა, ვიდრე ჩვენ, პოლიტიკოსები თვეების განმავლობაში ვლაპარაკობთ. ბევრი რამ გახდა ცხადი, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბორჯომში ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი წერილი.

„ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ძალიან მოკლე წერილში გაცილებით მეტი ითქვა, ვიდრე ჩვენ, პოლიტიკოსები თვეების განმავლობაში ვლაპარაკობთ. ბევრი რამ გახდა ცხადი.
თავზემოთ ძალა იპოვეს რიგმა ადამიანებმა, რომ დრო დაეთმოთ ბიძინა ივანიშვილის ფულზე საუბრისათვის, მის სანქცირებაზე ზრუნვისათვის და ამას მიუძღვნეს არა თუ განცხადებები – კამპანიები. წარმოიდგინეთ, რა ძალასთან გვქონდა საქმე, რომ ამას მიეძღვნა რეზოლუცია, რომელსაც 308 დეპუტატმა მხარი დაუჭირა. ამას მიეძღვნა ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის, Credit Suisse-ის გადაწყვეტილებები, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე, მის ფულზე ეფიქრათ, ამ ფულის გაჩერებაზე ეზრუნათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები