ირაკლი ქადაგიშვილი: აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა და ევროკავშირისკენ მისწრაფება არის ის, რაც არ შეიძლება, სასწორზე დაიდოს

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა დაზიანდეს ის გენერალური ხაზი, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია – აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა და ევროკავშირისკენ მისწრაფება. ეს არის ის, რაც არ შეიძლება, სასწორზე დაიდოს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ძირითადი, რასაც საქართველო, საქართველოს ხელისუფლება ითხოვს, არის ის, რომ ჩვენ შორის ურთიერთობა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ღია, გამჭვირვალე, პარტნიორული. ჩვენ ისიც კარგად გვესმის, რომ  ვართ პატარა ქვეყანა მცირე შესაძლებლობებით და აშშ გლობალური მოთამაშე. ამიტომ, ამ პარტნიორობაში, ჩვენ არ ვითხოვთ რაღაც ზედმეტს ან რაიმეს ისეთს, რაც არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის პოტენციალს, მაგრამ ვითხოვთ ერთ რამეს, რომ ვიყოთ გულწრფელნი ამ ურთიერთობაში და გათვალისწინებული იყოს როგორც ჩვენი პატარა ქვეყნის ის მძიმე გეოპოლიტიკური ვითარება, რომელშიც ჩვენ ვართ, და ოკუპაცია. ჩვენი მხრიდანაც, იქნება იმ ვალდებულებების ერთგულება იქნება, რომლებიც ჩვენ ამ ურთიერთობაში გვაკისრია. სწორედ ეს არის ის, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები