5 დაღუპული და 25 დაჭრილი – ოკუპანტებმა კროპოვნიცკი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტების მიერ დღეს ქალაქ კროპივნიცკიზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანია დაღუპული, 25 დაშავებული.

ამის შესახებ კიროვოგრადის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი რაიკოვიჩმა ბრიფინგზე თქვა.

მისი თქმით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი.

დაზუსტებულია, რომ რუსებმა საავიაციო აკადემიისა და კომპანია “ურგა”-ს ანგარები დაბომბეს.

რიაკოვიჩის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 12 სამხედრო და 13 მშვიდობიანი მოქალაქეა.

“დაზიანებულია საავიაციო ტექნიკა, ასევე, მიმდებარე შენობები. დაზიანებულია An-26 სამოქალაქო თვითმფრინავი და სასწავლო თვითმფრინავები”, – აცხადებენ ქალაქის საკრებულოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები