საქართველო, უკრაინა, სირია, ჩეჩნეთი – აშშ-ის სენატი რუსეთის ტერორიზმის სპონსორად გამოცხადებას ითხოვს

აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორად.

შესაბამისი დოკუმენტი კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აღინიშნება, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოში, უკრაინაში, ჩეჩნეთსა და სირიაში განვითარებული მოვლენებია.

ტერორიზმის სპონსორ ქვეყნების სიაში ისეთი სახელმწიფოები შეჰყავთ, რომლებმაც “საერთშორისო ტერორიზმის აქტებს მხარი არაერთხელ დაუჭირეს”.

ამჟამად, ვაშინგტონის ამ სიაში შეყვანილია – ირანი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა და სირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები