დევიდ კემერონი: რუსეთის მხრიდან ნებისმიერი აგრესიის შეჩერება აუცილებელია

   დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი ნატოს წევრ ქვეყნებს წერილობით მიმართავს და რუსეთთან გრძელვადიანი ურთიერთობების სტრატეგიის გადახედვისკენ მოუწოდებს. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი აგრესიის შეჩერება აუცილებელია. ამასთან, დევიდ კემერონი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწოდებს, მეტი პრაქტიკული დახმარება გაუწიონ ალიანსის არაწევრ ქვეყნებს უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
“მაშინ, როდესაც ინვესტიციებს ვდებთ შეიარაღებულ ძალებში საკუთარ ქვეყანაში, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ სხვა ქვეყნების პრატიკული დახმარებისთვის, რომელთაც საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერება სჭირდებათ. ავღანეთის მაგალითზე ჩვენ ვისწავლეთ, რა სარგებლობა მოაქვს სხვა ქვეყნისთვის გაწეულ დახმარებას, ააშენოს საკუთარი შეიარაღებული ძალები, რათა უკეთესად შეძლონ საკუთარი რეგიონის დაცვა. მინდა, უელსის სამიტზე შევთანხმდეთ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, მაგალითად, საქართველოსა და შუა აღმოსავლეთში ახალი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მისიებზე”, – ნათქვამია დევიდ კემერონის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები