მაია ფანჯიკიძე: ომის შედეგებს საქართველო დღესაც იმკის

  საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან ერთად მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგო. როგორც ჟურნალისტებს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განუცხადა, ომის შედეგებს საქართველო დღესაც იმკის.
“დღევანდელი დღე არის ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში. ეს არის დღე, როცა 6 წლის წინ დაიწყო ომი და საქართველო ჩათრეული აღმოჩნდა ამ ომში. ძალიან ბევრი ოჯახი გაუბედურდა. დღეს მივედით სასაფლაოზე, რათ პატივი მიგვეგო მათი ხსოვნისთვის. სამწუხაროდ, ამ ომის შედეგებს დღესაც ვიმკით – დღესაც ოკუპირებულია საქართველოს 20 პროცენტი, დღესაც გვაქვს უამრავი პრობლემა და გვყავს უამრავი იძულებით გადაადგილებული პირი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლებში ისევ რჩება პრობლემები, რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს და ისევ აშენებს ხელოვნურ ბარიერებსა და მავთულხლართებს, რითაც ზღუდავს ადამიანის უფლებებს. ყველაფერი ამის მოგვარება არის საქართველოს მთავრობის უმთავრესი ამოცანა”, – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები