გაერო უკრაინაში 5 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვას ადასტურებს

გაერო უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, 24 თებერვლიდან დღემდე, რუსულ აგრესიას 5 237 ადამიანი შეეწირა.

ამასთან, გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისში აცხადებენ, რომ აქ არის საუბარი მხოლოდ დადასტურებულ ფაქტებზე, შესაბამისად, ორგანიზაციის მონაცემი შესაძლოა, არ იყოს ზუსტი.

ასევე, ამ ხნის განმავლობაში უკრაინის 7 035 მოქალაქეა დაჭრილი.

მოქალაქეთა უმეტესობა მარიუპოლში, იზუმში, ლისიჩანსკში, პოპასნასა და სევეროდონეცკში დაიღუპა.

​პიკი ფიქსირდება მარტში, როდესაც ომს 3120 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები