გია ვოლსკი: დავით არახამია იმ ფორმატშია მოქცეული, რასაც “ნაცმოძრაობა” ატარებს

“დავით არახამიას შეძახილით, მისი გაფრთხილებით ან ლოიალობით სანქციები არც წესდება და არც მისი პრევენცია ხდება. არახამია იმ ფორმატშია მოქცეული, რასაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, “ნაციონალური მოძრაობა” ატარებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის” ლიდერის განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, არახამია ამოვარდნილია ყველანაირი ფორმატიდან, რასაც ქართულ-უკრაინული ურთიერთობები ჰქვია.

“საქართველო უკრაინელ ხალხს ყოველთვის გვერდში ედგა და რესურსების მაქსიმუმს აკეთებს, რომ უკრაინას დაეხმაროს, არახამია კი ამოვარდნილია ყველანაირი ფორმატიდან, რასაც ქართულ-უკრაინული ურთიერთობები და უკრაინის ინტერესები ჰქვია. არახამია, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ელემენტი და შემადგენელი ნაწილი სწორედ იმას ახმოვანებს, რაც ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას სჭირდება. ის არის მისი ნაწილი და მოქმედებს ქართულ-უკრაინული ინტერესების საწინააღმდეგოდ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები