ამირან გამყრელიძე – “მაიმუნის ყვავილზე”: მოსახლეობას ვამშვიდებ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს დაავადება ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს
„მოსახლეობას ვამშვიდებ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს დაავადება ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “მაიმუნის ყვავილზე” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ დაავადებას 3-4 კვირის განმავლობაში თვითგანკურნება ახასიათებს.
“მოსახლეობას ვამშვიდებ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს დაავადება ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, თვითგანკურნება ახასიათებს 3-4 კვირის განმავლობაში. როცა საჭიროა მკურნალობა, ტარდება ან ამბულატორიულ ან სტაციონარულ პირობებში, ძირითადად, ინფექციური პროფილის საავადმყოფოებში, ისიც, ჯერჯერობით, მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომურად“,- აღნიშნა გამყრელიძემ.