ზაპოროჟიეს სტატუსის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი შესაძლოა, სექტემბრის პირველ ნახევარში ჩატარდეს
ზაპოროჟიეს რეგიონის სტატუსის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი შესაძლოა, სექტემბრის პირველ ნახევარში ჩატარდეს.
ამის შესახებ ზაპოროჟიის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ე.წ. მთავარი საბჭოს წევრმა, ვლადიმირ როგოვმა განაცხადა.
“ყველაფერი მიდის იქამდე, რომ რეფერენდუმი სექტემბრის პირველ ნახევარში ჩატარდება. ზუსტ თარიღს ჯერ არ დავასახელებ. მიმდინარეობს საარჩევნო კომისიების ფორმირება”, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, დიდი ალბათობაა, რომ ე.წ. რეფერენდუმი ხერსონისა და ზოპოროჟიეს რეგიონში ერთდროულად ჩატარდეს, რადგან უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება, “თანაც, ერთ საქმეს ვაკეთებთ და ერთ ფრონტზე ვმოქმედებთ. ეს საკმაოდ რეალური და ოპტიმისტური ვარიანტია. უსაფრთხოების ვითარებაზე იქნება დამოკიდებული“.
მანამდე, ხერსონსა და ზაპოროჟიეში განაცხადეს, რომ შექმნილია ე.წ. საარჩევნო კომისიები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში შეერთების შესახებ ე.წ. არჩევნებისა და ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებისთვის არიან მზად.