კელი დეგნანი: ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია

“საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან. ამ ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც მე საქართველოში ვარ, როცა კი მქონდა მანამდე მასთან შეხვედრები, მას ყოველთვის ვარწმუნებდი აშშ-ის სრულ მხარდაჭერაში ქართველი ხალხის მიმართ”, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, მისი მხრიდან შანტაჟი არცერთ შეხვედრაზე არ განხორციელებულა.

“ეს კითხვა სამშაბათსაც დამისვეს, თუმცა, არ მქონდა მაშინ წაკითხული ეს კომენტარი და, შესაბამისად, ასეთ შეკითხვაზე მაშინ ვერ გავცემდი პასუხს. ახლა გავეცანი და გიპასუხებთ. საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან. ამ ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც მე საქართველოში ვარ, როცა კი მქონდა მანამდე მასთან შეხვედრები, მას ყოველთვის ვარწმუნებდი აშშ-ის სრულ მხარდაჭერაში ქართველი ხალხის მიმართ და ასევე მზაობაზე, რომ ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. არცერთ ასეთ შეხვედრაზე მე მასზე შანტაჟი არასდროს განმიხორციელებია, ეს არ შეესაბამება სიმართლეს”, – აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, პარლამენტის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: “იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხომ არ მოსთხოვეს მას რამე და ხომ არ ხდება რაღაც შანტაჟი”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები