კელი დეგნანი: ახლა, ისე როგორც არასდროს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოსა და უკრაინის ერთად დგომა მნიშვნელოვანია
“ორივე ქვეყანამ იცის, რას ნიშნავს, იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველო-უკრაინის პარტნიორობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოსა და უკრაინის ერთად დგომა მნიშვნელოვანია.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ვიყო იმ კონფერენციის ნაწილი, რომელზეც უკრაინისადმი მხარდაჭერა და საქართველოსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი მეგობრობა აღინიშნება. ახლა, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოსა და უკრაინის ერთად დგომა. ორივე ქვეყანამ იცის, რას ნიშნავს, იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული“, – განაცხადა ელჩმა.