ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ქვეყნის პრემიერობის კანდიდატი, ლიზ ტრასი თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში უკრაინაში ბრიტანელ სამხედროებს არ გაგზავნის.
ამის შესახებ მან BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
კითხვაზე, პრემიერმინისტრად არჩევის შემთხვევაში, დაუჭერდა თუ არა მხარს უკრაინის ომში ბრიტანელი ჯარისკაცების ჩართვას, ტრასმა უარყოფითად უპასუხა.
“უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერს ვაკეთებთ. იარაღის გაგზავნის საერთაშორისო კოალიციას ვხელმძღვანელობთ, დავაწესეთ სანქციები, მაგრამ მე არ ვუჭერ მხარს ომში ბრიტანეთის ჯარის პირდაპირ ჩართვას”, – თქვა ტრასმა.