ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია ისევ უარს ამბობს სამუშაო ფორმატებში ჩართვაზე, ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა ეს რეალობა უნდა დაინახოს

“ოპოზიცია ისევ უარს ამბობს სამუშაო ფორმატებში ჩართვაზე, ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა ეს რეალობა უნდა დაინახოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებმა კრიტიკა სწორედ მათი მიმართულებით უნდა განახორციელონ.

„ისინი ორივე მხარეს მოუწოდებენ, ამ პარიტეტს იცავენ და საქმეც ესაა. ოპოზიცია დაუმთავრებლად არყევს ამ სახელმწიფოს. სამუშაო ჯგუფები და კომიტეტები მუშაობს, წერილი გვაქვს მიწერილი, მობრძანდნენ და ჩაერთონ, ისევ უარია, ეს უარი არ დამთავრდება. ამიტომ ვამბობთ, რომ ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა ეს რეალობა უნდა დაინახოს, სანამ იქნება სულ მცირედით მაინც წაქეზებული ასეთი ოპოზიცია, ის არასდროს არ დაამთავრებს პოლარიზაციას. ევროპარლამენტარებმა კრიტიკა სწორედ მათი მიმართულებით უნდა განახორციელონ, მარტო კი არ უნდა მოუწოდონ, დაბეჯითებით უთხრან, რომ თქვენი გზა, რომელიც გულისხმობს “არა”-ს, არ იქნება აღქმული ევროკავშირის და ევროპარლამენტის მხრიდან კონსტრუქციულ გზად, სანამ ასეთი მკაფიო გზავნილი არ იქნება, რადიკალურ ოპოზიციას სულ ექნება განცდა, რომ დასავლეთი ამ რევოლუციურ მეთოდებს მხარს უჭერს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები