“ლაპარაკია დეპოლარიაციაზე და და სულ ისეთი განცხადებებია და ნაბიჯები, რომლებიც პოლიტიკური ვითარების გამწვავებას უწყობს ხელს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
“ერთი მკაფიო განცხადებაა საჭირო, რომ დავანებოთ თავი რევოლუციური სცენარების ინსპირირებას. განცხადება, რომ საქართველოს ოფიციალური პირების რიტორიკა ხელს უწყობს ქვეყნის აცდენას ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან, არ შეესაბამება რეალობას”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.