„სასიყვარულო წერილი ქართულ კინოს” – ალექსანდრე კობერიძის კურატორობით, Lago Film Fest  ქართული კინოს რეტროსპექტივას უმასპინძლებს

22-30 ივლისს, იტალიაში  Lago Film Fest გაიმართება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, შარშან, 2021 წელს, კინოფესტივალზე შედგა რეტროსპექტივა, რომელიც ალექსანდრე კობერიძის შემოქმედებას მიეძღვნა, წელს კი რეჟისორი იტალიაში ქართული კინომემკვიდრეობის გამორჩეული ნამუშევრებით ბრუნდება, რომელიც თავად შეარჩია. პროექტის პარტნიორები არიან: ეროვნული კინოცენტრი და ეროვნული არქივი.
რეტროსპექტივა აერთიანებს 1927-1980 წლებში გადაღებულ შემდეგ ქართულ ფილმებს:
„გოგი რატიანი” – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
„კოლხიდა” – რეჟისორი სოსო ჩხაიძე;
„ხაბაზები” – რეჟისორი ბიძინა რაჭველიშვილი;
„ფეოლა” – რეჟისორი ბაადურ წულაძე;
„მეკვლე” – რეჟისორი გოდერძი ჩოხელი.
ცნობისათვის: რეჟისორის ძმა – გიორგი კობერიძე, რომელმაც შექმნა მუსიკა, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმისთვის – „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”, ფესტივალს ჟიურის წევრის სტატუსით დაესწრება. მან კოლეგებთან ერთად ფესტივალზე საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკის ჯილდოს მფლობელი უნდა გამოავლინოს. ამას გარდა, გიორგი კობერიძე მასტერკლასებსაც ჩაატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები