პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის შემდეგ თურქმენეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, თურქმენეთში გაემგზავრა.

მთავრობის მეთაური თურქმენეთში უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრა. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერმინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
მთავრობის მეთაურს თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – მუჰამეთგელდი სერდაროვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქმენეთში – ავთანდილ ნაფეტვარიძე დახვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები