ევროკავშირი მთავრობებს მოუწოდებს, კორონავირუსული აფეთქებისთვის მოემზადონ

ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარი, სტელა კირიაკიდესი მოუწოდებს მთავრობებს, ზაფხულის სეზონი კოროვირუსის ახალი ტალღისთვის მოსამზადებლად გამოიყენონ, რომელიც, სავარაუდოდ, შემოდგომას და ზამთარშია მოსალოდნელი.

ამის შესახებ UNN წერს.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ ყველამ შევინარჩუნოთ სიფხიზლე. ზაფხულის თვეები უნდა იყოს გამოყენებული ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ზომების გასატარებლად, რაც შემოდგომას და ზამთარში პანდემიის მომდევნო ტალღის გადატანაში დაგვეხმარება“, – თქვა მან.

კირიაკიდესის თქმით, შემთხვევების ზრდის მიუხედავად, პანდემიის შეკავება უნდა გაგრძელდეს.

კომისარი მოუწოდებს მთავრობებს, გაააქტიურონ პირველადი ვაქცინაცია და რევაქცინაცია, “ომიკრონის” შტამის წინააღმდეგ ვაქცინაციის კამპანიისთვის მოემზადონ, ასევე, იყვნენ მზად მთელი წლის განმავლობაში მეთვალყურეობისა და ტესტირებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები