ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურა იაშვილის პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართება
სააპელაციო სასამართლოში “მთავარი არხის“ დამფუძნებლის – ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული და მას მსჯავრდებული ნიკა გვარამიაც დაესწრება.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის მხარეს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია და კახაბერ დამენია დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი – უდანაშაულოდ.