ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე “ხანუმას” პრემიერა გაიმართება
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე ქეთოსა და კოტეს უკვდავი სიყვარულის ისტორია ცოცხლდება. ინფორმაციას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვატო ჯუღელი ავრცელებს.
“20-21 ივლისს, 18:30 საათზე, გეპატიჟებით ავქსენტი ცაგარელის ორმოქმედებიანი პიესის, ,,ხანუმას”, პრემიერაზე, რომელიც ზესტაფონის თეატრში ტექსტის საკუთარი ინტერპრეტაციით დადგა მოწვეულმა რეჟისორმა ალექსანდრე ელოშვილმა.
მუსიკალური გაფორმება: ნიკოლოზ რაჭველის
(სპექტაკლში გამოყენებულია ვიქტორ დოლიძისა და არჩილ კერესელიძის მუსიკალური კომპოზიციები)
მხატვარი: ნათია ბერაძე
ქორეოგრაფი: ხვიჩა ხარაზიშვილი
ტექნიკური რეჟისორი: მარი აბესაძე
მონაწილეობენ: თემურ კიკნაველიძე, ნინო აბესაძე, ბადრი ტაბატაძე, გიორგი გლოველი, ნანა ისიანი, ნინიკო აბესაძე, თემურ ქველიაშვილი, ზურაბ აბესაძე, გიორგი ჩაჩუა, ბარბარე სუჯაშვილი, მარეხ აბესაძე
სპექტაკლში ასევე მონაწილეობს: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედებით ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ”ზესტაფონი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.