გიორგი ჩაკვეტაძე: დარწმუნებული, ვარ, ის პერიოდი, რომელიც მოგვანიჭა ევროკავშირმა წარმატებით იქნება გამოყენებული

თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ დღეს დეპოლარიზაციაზე, ევროპულ გზაზე, რუსეთთან კავშირებზე კოლექტიური ელენე ხოშტარიები, კობა ნაყოფიები, მეგის ქარდავები, გიგი უგულავები საუბრობენ. განცხადება ამის შესახებ გიორგი ჩაკვეტაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

“ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის დღის წესრიგით, საერთაშორისო კოლეგები მოგვიწოდებენ, რომ ერთ მაგიდასთან დავსხდეთ და 12 პუნქტზე ვიმუშაოთ,რომელთაგან პირველი არის დეპოლარიზაცია. როგორც ჩანს, ოპოზიციამ, მათმა ლიდერებმა, ასევე არასამთავრობო სექტორის პოლიტიკურმა და პარტიულმა ნაწილმა დეპოლარიზაცია, პოლარიზაციად, ინსტიტუტებზე შეტევად, მათ შორის მუნიციპალიტეტზე და საკრებულოზე შეტევად წარმოიდგინეს და დღეს ძალადობაზე გველაპარაკებიან.

რუსულ ინტერესებზე საუბრობენ კოლექტიური ელენე ხოშტარიები და კობა ნაყოფიები, რომლებიც დღესაც რუსეთიდან ანაზღაურებას იღებენ და რომლებსაც დღესაც რუსული ბიზნესინტერესები აქვთ. კოლექტიური გიგი უგულავები, დასავლეთზე ახორციელებენ კოლექტიურ შეტევას” – აცხადებს გიორგი ჩაკვეტაძე.

მისივე თქმით, საბედნიეროდ, ამ ადამიანების ჩანაფიქრებს ასრულება არ უწერია და საქართველო განვითარებას გააგრძელებს და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიიღებს.

„ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი გააგრძელებს განვითარებას და საქართველო კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიიღებს. დარწმუნებული, ვარ, ის პერიოდი, რომელიც მოგვანიჭა ევროკავშირმა წარმატებით იქნება გამოყენებული“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები