უკრაინაში აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს, არ შევიდნენ უკრაინაში, ხოლო უკრაინაში მყოფებმა დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა

უკრაინაში აშშ-ის საელჩო უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, საელჩო მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს, უკრაინაში არ გაემგზავრონ.

„უსაფრთხოების ვითარება მთელ უკრაინაში კვლავ ძალადობრივი და არაპროგნოზირებადია რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო თავდასხმების, ქვეყანაში აქტიური ბრძოლებისა და უსაფრთხოების გაურკვეველი პირობების გამო. აშშ-ის საელჩო მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს არ შევიდნენ უკრაინაში, ხოლო უკრაინაში მყოფებს დაუყოვნებლივ გაემგზავრონ კერძო სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებების გამოყენებით, თუ ეს უსაფრთხოა. მოერიდეთ დიდ შეკრებებს და ორგანიზებულ ღონისძიებებს, რადგან ისინი შესაძლოა რუსეთის სამხედრო სამიზნეებად იქცეს უკრაინაში ნებისმიერ ადგილას, მათ შორის მის დასავლეთ რეგიონებში“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები