იტალიის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ მარიო დრაგის განცხადება არ დააკმაყოფილა

იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ გადადგომის შესახებ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის განცხადება არ დააკმაყოფილა.

„რესპუბლიკის პრეზიდენტმა არ მიიღო მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის გადადგომა და იგი პარლამენტში მიიწვია, რათა სიტუაციის შეფასება მოხდეს“, – აღნიშნულია იტალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ დღეს თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამთავრობო კოალიციაში შემავალმა პარტიმ „ხუთი ვარსკვლავი“ მთავრობას პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე ნდობა არ გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები