ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სამართლებრივი დახმარების ცენტრის „უფლებები საქართველოს” წარმომადგენელს შეხვდა
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლებრივი დახმარების ცენტრის „უფლებები საქართველოს” წარმომადგენელთან – ანა ჯელაძესთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართლებრივი დახმარების ცენტრი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მოსახლეობას უფასოდ გაუწევს მომსახურებას.
პროექტის მიზანს წარმოადგენს გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა მხარდაჭერა.
პროექტის ფარგლებში, ქალებს გაეწევათ უფასო სამართლებრივი კონსულტაციები, მოხდება ქალთა ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერა და გაძლიერება, წარიმართება მუშაობა საკანონმდებლო, პოლიტიკურ, პროგრამულ და საბიუჯეტო მექანიზმების გაუმჯობესებაზე, ჩატარდება კვლევები მოსახლეობის საჭიროებებსა და დამოკიდებულებებზე გენდერული თანასწორობისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები,
მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ნოდარიშვილმა, სამართლებრივი დახმარების ცენტრის წარმომადგენელს, ანა ჯელაძეს, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრების ჩატარება და წარმომადგენლებს დაავალა ადმინისტრაციულ ერთეულებში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა.