“ყველა, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას, მათ შორის, ასეთი განცხადებებით. ეს არის სწორედ რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას, რომ „დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას ნიშნავს“.
პაპუაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები პოლარიზაციას აქეზებს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, რომ ნაცვლად იმისა, ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას მისი რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის, რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და ნუ იქნებიან თავად პოლარიზაციის წამქეზებლები, ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება მათ შორის, ევროკავშირის სულისკვეთებას. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, კონკრეტულად ეს დეპუტატი თავადვე ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებას, აქეზებს საქართველოში პოლარიზაციას და მათ შორის, ამ კუთხით შეურაცხყოფს ქართულ დემოკრატიას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.