შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ნახევარი საზღვარგარეთაა, არ მგონია, მათ რიგგარეშე სესიის მოწვევის რეალური გეგმა ჰქონდეთ

“ოპოზიციის ნახევარი საზღვარგარეთ არის, ამიტომ, არ მგონია, მათ რიგგარეშე სესიის მოწვევის რეალური გეგმა ჰქონდეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია უმრავლესობის გარეშე ვერანაირ კანონს ვერ მიიღებს.

„რაც  უნდა რიგგარეშე სესიის მოწვევა უნდოდეთ, უმრავლესობის გარეშე ვერანაირ კანონს ვერ მიიღებს ოპოზიცია. შესაბამისად, ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ იყვნენ სამუშაო პროცესის მონაწილენი, არ აქვთ. რიგგარეშე სესიაზე ისე საუბრობენ, თითქოს, პარლამენტი ისვენებს, ერთადერთი – ვინც ისვენებს არის რადიკალური ოპოზიცია, ვხედავთ, რომ ისინი არ მუშაობენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები