ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ახალი ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის 8 კანდიდატი იბრძოლებს

დიდ ბრიტანეთში „კონსერვატიული პარტიის“ ახალი ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის 8 კანდიდატი იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პირველ ეტაპზე პრემიერობის მსურველს კონსერვატორების ფრაქციის სულ მცირე 20 წევრის ხმა უნდა მიეღო.

შესაბამისად, არჩევნების პირველ ტურში შემდეგი კანდიდატები გადავიდნენ: ხაზინის ყოფილი ხელმძღვანელი რიში სუნაკი; ვაჭრობის მინისტრი პენნი მორდაუნტი; თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენდჰატი; საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი; ინგლისისა და უელსის გენერალური პროკურორი სუელლა ბრეივერმანი; ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერემი ჰანტი; თანასწორობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ყოფილი მინისტრი კემი ბადენოხტი და განათლების ყოფილი მინისტრი ნადჰიმ ზაჰავი.

„კონსერვატორ“ დეპუტატებს შორის კენჭისყრის პირველი რაუნდი 13 ივლისს გაიმართება.

მეორე ტურში გადასასვლელად კანდიდატმა ფრაქციაში სულ მცირე 30 ხმა უნდა დააგროვოს.

საბოლოო ჯამში პრეტენდენტების რაოდენობა 2-მდე უნდა შემცირდეს და მათ ხმა „კონსერვატიული პარტიის“ დაახლოებით 160 ათასმა წევრმა უნდა მისცეს.

კენჭისყრის საბოლოო შედეგი და ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა 7 ივლისს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები