ილია მეორე იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის, შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
“მის აღმატებულებას, ბატონ იმამურა აკირას,
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში:
თქვენო აღმატებულებავ, მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბატონ შინძო აბეს ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
დიდად ვწუხვართ მომხდარის გამო და გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ ოჯახის წევრებს, იაპონიის ხელისუფალთ და მოსახლეობას”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.