მაია ბითაძე: ოპოზიცია მუდმივი ბოიკოტის და შანტაჟის რეჟიმში იმყოფება, ეს ძალიან ცუდია

“ჩვენი მხრიდან გაჟღერდა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა შესრულდეს 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, ევროპული საბჭოს მიერ გაცემული და თუ კიდევ არის შანსი იმისა, რომ ოპოზიცია მიხვდეს, თუ რა პროცესს აზიანებს, ძალიან კარგი იქნება”,- ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ცუდია, რომ ოპოზიცია მუდმივი ბოიკოტის რეჟიმშია.

“ოპოზიცია მუდმივი ბოიკოტის და შანტაჟის რეჟიმში იმყოფება, ეს ძალიან ცუდია, დღეს ჩვენ ყველას ერთად გვაქვს ერთადერთი მიზანი, რომ დავანახოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ პოლარიზაცია მცირდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი მხრიდან გაჟღერდა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა შესრულდეს 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, ევროპული საბჭოს მიერ გაცემული და თუ კიდევ არის შანსი იმისა, რომ ოპოზიცია მიხვდეს, თუ რა პროცესს აზიანებს, ძალიან კარგი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართვაც ამ პროცესში, თუმცა ბოლო წლების მათი საქმიანობა თვალნათლივ გვანახებს იმას, რომ არათუ გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებში, არამედ ელემენტარულ საკანონმდებლო პროცესშიც არ იღებენ ისინი მონაწილეობას”, – აცხადებს ბითაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები