ესტონეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და ეროვნული ასამბლეის მოწვევას გეგმავს.

„მე თვითონ გავაკეთე ეს წინადადება, რადგან თუ უბრალოდ ახალ მინისტრებს დავნიშნავდი, დიდი ხმაური და უკმაყოფილება იქნებოდა“, – განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, ნატო დაუყოვნებლივ დაიწყებს რუსეთის საზღვრებთან აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას.

შეგახსენებთ, რომ კაია კალასი აცხადებდა, რომ ყველა რუსი უნდა დაზარალდეს სანქციებით, რადგან ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს მათ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ამასთან, ის რუსეთის უკრაინაში შეჭრას ეწინააღმდეგებოდა და მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები