ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის ავსტრიის მადლობელი ვარ
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის ავსტრიის მადლობელი ვარ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან შეხვედრის შემდეგ წერს.
მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ სამომავლო პარტნიორობა ყველა ფორმატში გაფართოვდება.
„აქტიური პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების შესახებ ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერ კარლ ნეჰამერთან. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის ავსტრიის მადლობელი ვარ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი სამომავლო პარტნიორობა ყველა ფორმატში გაფართოვდება”, – წერს პრემიერმინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში”.
Had a great meeting w/🇦🇹's @karlnehammer on expanding our active political & economic relations. Grateful for 🇦🇹's support to 🇬🇪's sovereignty & territorial integrity along w/ our 🇪🇺 aspirations. Strongly hope to broaden the scope of our future partnership in all formats! pic.twitter.com/DipQOKug8O
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) July 8, 2022