ექსპოზიცია „საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები“ დღეიდან ონლაინსივრცეშიც ხელმისაწვდომია
გამოფენა „საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები“ დღეიდან ონლაინსივრცეშიც გახდა ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.
“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 2022 წლის 24 მაისიდან მიმდინარეობს, მოიცავს საქართველოს ეკლესიის პირველი მამამთავრების, კათოლიკოსებისა და კათოლიკოს-პატრიარქების მოღვაწეობის ამსახველ მასალას.
ექსპონატებს შორისაა ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული საბუთები, ხელნაწერები, ფოტო და სხვა საარქივო დოკუმენტები; ასევე პატრიარქების მემორიალური ნივთები, რომლებიც სხვადასხვა კერძო კოლექციაშია დაცული.
ონლაინ გამოფენის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/2022-1/sakartvelos-eklesiis-tsinamdzghvrebi-1. “, – აღნიშნულია ინფორმაციაში.