ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის მთავარი ამოცანაა არა 12 პუნქტის შესრულება, არამედ ის, რომ მრავალჯერ ჩაფუშული რევოლუციური სცენარი კიდევ ერთხელ აამოქმედონ
მათთვის მთავარი ამოცანა 12 პუნქტის შესრულება არ არის. მათი მთავარი ამოცანაა ის, რომ როგორმე მრავალჯერ ჩაფუშული რევოლუციური სცენარი იქნებ კიდევ ერთხელ სცადონ და აამოქმედონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ეშინია ჭეშმარიტად დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში შესვლის, რადგან ეს ნიშნავს, რომ რევოლუციური სცენარი ვეღარ განხორციელდება.
“თავიანთ პოლიტიკაში არათანმიმდევრულები არიან, ეშინიათ ჭეშმარიტად დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში შემოსვლის, რადგან ეს ნიშნავს, რომ რევოლუციური სცენარი ვეღარ განხორციელდება. ეშინიათ იმის, რომ არჩევნების გზით ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში. ამიტომ ყველანაირ საბაბს მოძებნიან ყოველთვის, რომ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრების რეჟიმში არ იყვნენ,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.