ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: მათ ინტერესებში არასოდეს ყოფილა რეალური, ნორმალური დემოკრატიული პროცესი და, მათ შორის, საპარლამენტო მუშაობა

ოპოზიციის ნაწილის ინტერესებში არასოდეს ყოფილა რეალური, ნორმალური დემოკრატიული პროცესი და, მათ შორის, საპარლამენტო მუშაობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან  შეხვედრას ნეგატიურად უყურებს.

„უნდა მოხდეს ყველა პოლიტიკური ფრაქციის, ჯგუფის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა. თუმცა, ოპოზიციის ნაწილი ამას ნეგატიურად უდგება იქიდან გამომდინარე, რომ მათ ინტერესებში არასოდეს ყოფილა რეალური, ნორმალური დემოკრატიული პროცესი და, მათ შორის, საპარლამენტო მუშაობა. ისინი ყოველთვის მოახერხებენ ნებისმიერი საბაბის გამოძებნას, რათა უარი განაცხადონ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს „ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა, პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი დღეს საპარლამენტო ჯგუფებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები